пятница, 16 октября 2009 г.

სასკოლო ნივთების შეძენა

პროექტის სახელი: სასკოლო ნივთების შეძენა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ მე-9 კლასის სახელმძღვანელოების, სასკოლო ნივთების (ფანქრები, კალმები, რვეულები) ფასებს.
პროეექტის სრული აღწერა:კლასი იყოფა სამ ჯგუფად : I ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას, თუ რა ღირს მე-9 კლასის სახელმძღვანელოები გამომცემლობაში . მისამართებს იხილავენ ინტერნეტში გამომცემლობების საიტებზე. II ჯგუფი იკვლევს სახელმძღვანელოების ფასებს ბაზრობის დახლებზე. III ჯგუფი სახელმძღვანელოების ფასებს ადგენს მაღაზიებში. თითოეული ჯგუფის მოსწავლეები თვიანთ ჯგუფებში ამუშავებენ მიღებულ ინფორმაციას, წერენ ხელსაყრელი ფორმით ელექტრონულ ცხრილებში და კომპიუტერის საშუალებით ანგარიშობენ მონაცემთა საშუალოს, სიხშირეს, ფარდობით სიხშირეს, გაბნევის დიაპაზონსა და საშუალო კვადრატულ გადახრას, ? რის შემდეგაც ისინი ადგენენ სხვადასხვა საგნების სახელმძღვანელოებს შორის ფასებს შორის განსხვავებას. შემდეგ სამივე ჯგუფი აგებს დიაგრამებს, რათა თვალსჩინო გახდეს სად უფრო ხელსაყრელია, ეკონომიურია სახელმძღვანელოების შეძენა.
სამოვე ჯგუფის თითოეული მოსწავლე მშობლის დახმარებით არკვევს მის სახელმძღვანელოებსა და სასწავლო ნივთებზე დახარჯულ თანხას, აგრეთვე არკვევენ თავისი ოჯახის თვიურ შემოსავალს დაადგენენ მათზე დახარჯული თანხა ოჯახის შემოსავლის რა ნაწილი და რამდენი პროცენტია.
მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:2კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ემსახურება საკუთარი ფინანსური საქმეების მოგვარების უნარების განვითარებას. პროექტზე მუშაობისასმოსწავლეს დასჭირდება ინფორმაციის მოძიება, ისტ-ს გამოყენება.
მოსწავლეს უვითრდება ჯგუფში მუშაობის, მეგობართა აზრის მოსმენის, გათვალისწინების საკუთარი აზრის დაცვის უნარი, გაუმართლებელი ხარჯების აცილების და მშობლის მიერ გაწეული დიდი ამაგის დაფასების სურვილი და მას უბიძგებს სათანადო ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ.
სარგებელი სხვებისათვის: სხვა მოსწავლეებიც გაითვალისწინებენ პროექტში მიღებულ შედეგებს.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობა სხვა სკოლებიდან:-----
საგნებთნ/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმებთნ კავშირი:მათემატიკა, ინფორმატიკა.
პროექტის ფასილიტატორი-რუსუდან ქუსიკაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: rusudanq
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:skola30

Комментариев нет:

Отправить комментарий